EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით არის გაზრდილი.

ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იმპორტის დამსახურებაა. საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი წილი სწორედ იმპორტზე მოდის, რომელიც გასულ წელს ექსპორტს 8-ჯერ აღემატებოდა.

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.7%-იანი წილი ჰქონდათ, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტში EU-ს წილი გაიზარდა და 27.2% იყო.

EU-დან იმპორტი

2024 წელს ევროკავშირიდან იმპორტმა 4.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 20%-ით აჭარბებს.

იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები – $810.5 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $452.3 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $297.6 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები – $116.2 მლნ;
  • საფრენი აპარატები სხვა – $98.2 მლნ.

 

ბოლო 5 წლის მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან იმპორტი მზარდია და ასე გამოიყურება:

  • 2020 წელი – $1.9 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 23.9%;
  • 2021 წელი – $2.3 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 22.9%;
  • 2022 წელი – $3.1 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 22.6%;
  • 2023 წელი – $3.8 მლრდ/წილი მთლიან იმპორტში 24.5%;
  • 2024 წელი – $4.6 მლრდ/წილი მთლიან იმპორტი 27.2%.

 

ექსპორტი EU-ში

საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 573.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-იან კლებას წარმოადგენს და 2016 წლის შემდეგ ($550.5 მლნ) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში მცირდებოდა, გასულ წელს კი პირველად ჩამოსცდა 10%-იან ნიშნულს.

ბოლო 5 წელში, EU-ში ექსპორტი და მთლიან ექსპორტში წილი შემდეგია:

  • 2020 წელი – $717.2 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 21.5%;
  • 2021 წელი – $717.1 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 16.9%;
  • 2022 წელი – $862.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 15.5%;
  • 2023 წელი – $704.5 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 11.6%;
  • 2024 წელი – $573.6 მლნ/წილი მთლიან ექსპორტში 8.7%.

 

2024 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • თხილი და სხვა კაკალი – $64.3 მლნ დოლარი;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $56.1 მლნ დოლარი;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $54.8 მლნ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $37.1 მლნ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – $33.8 მლნ დოლარი.

 

EU-ში ადგილობრივი ექსპორტი

10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს.

DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 761.6 მლნ დოლარს, 2022 წელს მიაღწია, 2023 წელს 20%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 15.9% შეადგინა.

უფრო დეტალურად, DCFTA-ს პირობებში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა ასეთია:

  • 2014 წელი – $408 მლნ
  • 2015 წელი – $534 მლნ
  • 2016 წელი – $492 მლნ
  • 2017 წელი – $558 მლნ
  • 2018 წელი – $612 მლნ
  • 2019 წელი – $735 მლნ
  • 2020 წელი – $642 მლნ
  • 2021 წელი – $659 მლნ
  • 2022 წელი – $762 მლნ
  • 2023 წელი – $609 მლნ
  • 2024 წელი – $477 მლნ

მსგავსი სიახლეები

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ – APM Terminals Poti-ი

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ –…

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს. მათი…
2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II…

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%. გასულ წელს, საქართველო-რუსეთის…
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $23.4 მილიარდია – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $23.4 მილიარდია – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი…

2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის…